გრიგორი კარასინი: თბილისში, დეკემბერში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი გაიხსნება

დეკემბრის შუა რიცხვებში თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი გაიხსნება, რომელიც უდავოდ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების განვითარებაში. ამის შესახებ რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის წევრმა, გრიგორი კარასინმა სააგენტო “რია ნოვოსტის” განუცხადა. ის 28 ნოემბერს პრაღაში რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს ზურაბ აბაშიძეს შეხვდა.

”რუსული ენისა და კულტურის ცენტრი, რომელიც თბილისში დეკემბრის შუა რიცხვებში გაიხსნება, უდავოდ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების განვითარებაში. ვიმედოვნებთ, რომ კულტურული ღონისძიებები, რომელიც საქართველოში რუსების მონაწილეობით მიმდინარე წლის ბოლო თვეში განხორციელდება, ინციდენტების გარეშე ჩაივლის”,- განაცხადა გრიგორი კარასინმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად