გრიგორი კარასინი: საქართველოსთან ავიამიმოსვლის თაობაზე აკრძალვა დროებითი საკითხია

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი სააგენტო “რია ნოვოსტისთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველოსთან ავიამიმოსვლის შეჩერების შესახებ ვლადიმერ პუტინის მიერ დაწესებული შეზღუდვა დროებითი საკითხია. როგორც კარასინი აღნიშნავს, შეზღუდვების მოხსნისთვის ქართულმა მხარემ გარკვეული პირობები უნდა შეასრულოს.

“რაც შეეხება პრეზიდენტის ბრძანებულებას, რომელიც 8 ივლისიდან საქართველოში ავიაგადაზიდვას აკრძალვას ითვალისწინებს, ეს შეზღუდვა დროებითია. მისი გაუქმების პირობები ნათლად არის აღწერილი: საქართველოში სიტუაციის დარეგულირება, რუსოფობიური კამპანიის დასრულება და ჩვენი მოქალაქეების მიმართ საფრთხეების გაუქმება.
მინდა მჯეროდეს, რომ თბილისში საღი აზრი გაიმარჯვებს. თავის მხრივ, რუსეთი მზად არის ორმხრივი ურთიერთობების დარეგულირებისთვის, რომელიც მთლიანად აკმაყოფილებს ჩვენი ქვეყნებისა და ხალხთა ინტერესებს”,-აცხადებს გრიგორი კარასინი.

ცნობისთვის, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლიც მიხედვით, 8 ივლისიდან რუსულ კომპანიებს საქართველოში ავია გადაზიდვები აეკრძალათ.

ვლადიმერ პუტინმა ასევე გასცა განკარგულება, რომ მთავრობამ უზრუნველყოს რუსეთის იმ მოქალაქეების უკან დაბრუნება, რომლების დროებით საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებიან.

ასევე, გასცა რეკომენდაციები და ტურისტულ კომპანიებს მოუწოდა, დროებით შეაჩერონ ავიაბილეთების გაყიდვა რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...