გრიგორი კარასინი: საქართველოს წინააღმდეგ ღვინის სანქციების თემა დახურულია

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებით, საქართველოს წინააღმდეგ ღვინის სანქციების თემა დახურულია. ამის შესახებ მან „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში განაცხადა.

– როგორ აფასებს რუსეთის საგარეო უწყება საქართველოდან რუსეთში ღვინისა და წყლის მიწოდების აკრძალვის იდეას? არის თუ არა ასეთი ღონისძიებები საჭირო? რა ნაბიჯები უნდა გადადგეს საქართველოს ხელისუფლებამ, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში არსებული ვითარება ამა წლის 20 ივნისამდე არსებულ მდგომარეობას დაუბრუნდეს და რუსი ტურისტები ქვეყანაში დაბრუნდნენ?

– რუსეთი, რომელიც თვით სანქციების წნეხის ობიექტია, ცდილობს სიფრთხილით დააწესოს ასეთი შეზღუდვები. მართლაც, საქართველოში მიმდინარე მოვლენების ფონზე, ივნისის ბოლოსა და ივლისის დასაწყისში, სახელმწიფო დუმამ რუსეთში ქართული ღვინისა და მინერალური წყლების მიწოდების აკრძალვის იდეა განიხილა. თუმცა, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა თავშეკავება მოითხოვა და ჩვენი ინტერესების დაცვისთვის დაბალანსებული მიდგომის შესახებ ისაუბრა, განსაკუთრებით, აღნიშნა, რომ ” ქართველ ხალხს პატივს სცემს”. ამრიგად, დღეს საქართველოს წინააღმდეგ ღვინის სანქციების თემა დახურულია.

ცნობისთვის, საქართველოსა და რუსეთს შორის ბოლო დროს განვითარებული პოლიტიკური მოვლენების ფონზე, რუსეთის დუმამ საქართველოდან ღვინისა და “ბორჯომის” იმპორტის აკრძალვა მოითხოვა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...