გრიგოლიას სოლიდარობა ბესელიას: დიახ, ასე უნდა გაეცეს პასუხი ყველა კაცს, რომელიც მორალზე გაბედავს ქილიკს

გადაცემა “რეაქციის” წამყვანმა ინგა გრიგოლიამ პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატ ეკა ბესელიას სოლიდარობა გამოუცხადა.

“სოფო კილაძემ მომხდარზე ასეთი რამე თქვა დიანა ტრაპაიძის ეთერში: “მე საოცრად გაკვირვებული ვარ. იმიტომ, რომ ასეთი რამე მოხდა. არც კი მსმენია. საქართველოში კი არა, მსოფლიოში არ მსმენია, რომ ქალ დეპუტატს ფიზიკური შეურაცხყოფა მიეყენებინოს სხვა დეპუტატისთვის”. აი ასეთი სექსისტური განცხადება გააკეთა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ.

მე კი ინგა გრიგოლიამ ჩემის მხრივ, როგორც გადაცემის წამყვანმა და ქალმა, რომელმაც კატგად ვიცი რას ნიშნავს, როდესაც ქალს პირადი ცხოვრების კადრებით აშანტაჟებენ და მორალურ ტერაქტებს უწყობენ ფარული კადრების გამოქვეყნებით… ყველაფერი აკადრეს ეკა ბესელიას, ყველაფერი, რასაც ნორმალურ ქვეყანაში ვერავინ გაბედავდა. უქექეს, უქვეყნეს, აშანტაჟეს პირადი ცხოვრების კადრებით. გადაუარეს და მაშინვე ვთქვი, რომ ეკასთან ვარ ამ ამბავში, როდესაც პირადი კადრებით დაიწყეს ანგარიშსწორება. დიახ, ასე უნდა გაეცეს პასუხი ყველა კაცს, რომელიც მორალზე გაბედავს ქილიკს. საბჭოთა კაგებეშნიკური მეთოდებით ბრძოლას ადამიანების წინააღმდეგ, რომელთა აზრიც არ მოგწონს. ეს აუცილებლად უნდა დამთავრდეს!” – განაცხადა ინგა გრიგოლიამ “რეაქციის” მონოლოგში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად