გრიგოლია ჟორჟოლიანს: ჯაკომ გარდაცვალებამდე სასამართლოს ძალით აახია კუთვნილი თანხა ოქუაშვილს

ასე ეხმაურება, გადაცემა “რეაქციის” წამყვანი, ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში, ჟურნალისტის ნანუკა ჟორჟოლიანის ფეისბუქ პოსტს, სადაც ის “ ტელეკომპანია “იბერიის” შენობიდან მთავარი არხის” მაუწყებლობის გაგრძელებას აფასებს.

“მთავარი არხის” “იბერიას” შენობაში განთავსებას, “იბერიას” ყოფილი თანამშრომლების პროტესტი მოჰყვა, რასაც ნანუკა ჟორჟოლიანმა სოციალურ ქსელში უპასუხა. ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი ტელეკომპანია იბერიის თანამშრომლების უკმაყოფილო კომენტარებს პასუხობს და წერს რომ იბერიის გუნდის მიმართ ყოველთვის სოლიდარული იქნება და ბოლომდე მათი გულშემატკივარი დარჩება.

ჟორჟოლიანი ფინანსურ საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ მათ იცოდნენ სახელფასო დავალიანების, ყოფილი თანამშრომლებისთვის გადაუხდელი ხელფასები შესახებ. ნიკა გვარამიასგან კი მიიღეს გარანტია რომ ყველაფერს გააკეთებდა და ყველა მიიღებდა კუთვნილ ხელფასს. თუმცა, მოლაპარაკებების დროს გაირკვა რომ ხელფასი ბოლომდე გადახდილია და სასამართლო დავა მიდის კომპესაციებზე.

აღნიშნულ ფეისბუქ პოსტს გამოეხმაურა გადაცემა “რეაქციის” წამყვანი, ჟურნალისტი ინგა გრიგოლია. ჟურნალისტი იმედს გამოთქვამს რომ ოქუაშვილი და მისი ოჯახი კომპენსაციებს აანაზღაურებს.

“ხოდა, იმედია, თქვენს პირობას შეასრულებენ და გაუსტუმრებენ ამ ბავშვებს ოქუაშვილი და მისი ოჯახი იმ კომპენსაციებს, რაც ეკუთვნით, მაგალითად, ჯაკომ, სასამართლოში უჩივლა გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე და სასამართლოს ძალით აახია კუთვნილი თანხა, სხვა ენა რომ არ ესმით დამქირავებლებს, სასამართლოს გარდა, ძალიან რთულია”,-წერს ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, “მთავარი არხი” მაუწყებლობას ტელეკომპანია “იბერიის” შენობიდან დაიწყებს. ზემოთაღნიშნულზ “იბერიას” ყოფილი თანამშრომლების პროტესტი მოჰყვა. ტელეკომპანია “იბერიის” საინფორმაციო სამსახურის ყოფილმა უფროსმა ვახო ხუზმიაშვილმა კურიერის გუნდს მიმართა და წერს: “თუ რ2-ში, თქვენს ადგილებზე მისვლა არ შეიძლება, ჩვენი ადგილების დაკავება მოსულა?”

“იბერიის” მფლობელების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, “იბერიის” ყოფილი ჟურნალისტი თამარ ურუშაძეც და განაცხადა “აღარც მორალი არსებობს, აღარც ზნეობა და აღარც კოლეგიალობა?”

მოგიანებით განცხადება გააკეთა ტელეკომპანია “იბერიას” დამფუძნებელმა ნატო ჩხეიძემ. ნატო ჩხეიძის თქმით, “იბერიის” ჟურნალისტებმა სუს-ის მიწოდებული მესიჯებით დაიწყეს აქციები”

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად