გრიგოლია უგულავას:”ნაცმოძრაობამ” ისტორია ასე შემოგვთავაზეთ, რომ ყველაფერი 2003 წლიდან დაიწყო

ასე უპასუხა გადაცემა "რეაქციის" წამყვანმა ინგა გრიგოლიამ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს, თბილისის ყოფილ მერს გიგი უგულავს.

იქამდე უგულავა საუბრობდა, რომ ბიძინა ივანიშვილი ისტორიის 2012 წლიდან დაწყებაზე საუბრობდა.

"ამ ხალხმა დაიწყო წელთაღრიცხვის თავის თავზე… ივანიშვილა დაიწყო 2012-დან, კალაძე ამბობს, რომ 2017-დან დაიწყება", – აღნიშნა უგულავამ. 

უგულავას გრიგოლიამ ასე უპასუხა:

"ვაიმე მაგ წარმატებაზე საუბრით, უკაცრავად და "ნაციონალურმა მოძრაობამ" საქართველოს თანამედროვე ისტორია ასე შემოგვთავაზა, რომ ყველაფერი ამ ქვეყანაში დაიწყო 2003 წელს და მას შემდეგ რაც ხელისუფლებაში მოვიდა. ყველა ხელისუფლება საუბრობს, რომ ისტორია იწყება მისით. ამაში ახალი არაფერი არაა", – აღნიშნა გრიგოლიამ. 

რაზეც უგულავამ ასეთი პასუხი გასცა: "მეორეჯერ მეუბნებით, რაც იყო ცუდი, იყო ცუდი. ეს ცუდი ამ ხელისუფლებამაც უნდა გაიმეოროს?! უარესს აკეთებს!" – განაცხადა გიგი უგულავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად