გრიგოლია თალაკვაძეს: სახელმწიფო გადატრიალებას 2 ადამიანი – ოქრუაშვილი და მელია გეგმავდნენ?

პასუხისმგებლობა სახელმწიფომ პირველ რიგში თავის მხარეს გადაამოწმა. პირველ რიგში გამოძიება დაიწყო პოლიციელების წინააღმდეგ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ გადაცემა “რეაქციისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

გადაცემის წამყვანის ინგა გრიგოლიას რეპლიკაზე, რომ რომლებიც შემდეგ გამოუშვეს… თალაკვაძე პასუხობს:

“უკაცრავად, მაგრამ ჯერ ის ხალხი გამოუშვეს, რომლებიც მონაწილეობდნენ ძალადობრივ შეტევაში. იცით თქვენ ეს და გვარებს ნუ ჩამომათვლევინებთ. საზოგადოებამ ნახა ეს და ჩვენ გავითვალისწინეთ საზოგადოების აზრი”, – თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ.

გადაცემის წამყვანმა კი უპასუხა, რომ საინტერესოა როგორ გადაამოწმა სახელმწიფომ, მაშინ როდესაც მაშინდელი შს მინისტრი დღეს უკვე პრემიერ-მინისტრია, რაზეც თალკვაძის პასუხი ასეთია:

“უკაცრავად შს მინისტრს რა უნდა ექნა? სახელმწიფო ჩაებარებინა ერთი პოლიტიკური ჯგუფისთვის, ვინც გადატრიალებას და პარლამენტზე შტურმის შეტევას გეგმავდა?!”, – აღნიშნა თალაკვაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე სად არიან ეს ადამიანები? ერთადერთი ოქრუაშვილი ზის ციხეში და მელიას სამაჯური ადევს. ოქრუაშვილი და მელია გეგმავდნენ? სად არიან ეს ადამიანები? – რაზეც თალაკვაძე პასუხობს:

“მე კი არ ვამბობ, ფაქტია ის, რომ პარლამენტზე ძალადობრივი შეტევა იგეგმებოდა”, – აღნიშნა თალაკვაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად