გრიგოლია: სულ რომ შუქი ჩაქრეს და ერთი ადამიანი დავრჩე ტელევიზიაში, “ტვ პირველი” ისევ ეთერში იქნება!

სულ რომ შუქი ჩაქრეს და ერთი ადამიანი დავრჩე ტელევიზიაში, “ტვ პირველი” ისევ ეთერში იქნება, ამის შესახებ “ტვ პირველის” დირექტორმა, გადაცემა “რეაქციის” წამყვანმა ინგა გრიგოლიამ ტელეკომპანია “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა.

“რა თქმა უნდა, ამ ინკასოს პირობებში “ტვ პირველს” შეექმნება პრობლემები, მაგრამ ერთი ჟურნალისტი ინგა გრიგოლია გეუბნებით, სულ რომ შუქი ჩაქრეს და სულ რომ ერთი ადამიანი დავრჩე და დილიდან ღამემდე მომიწიოს მუშაობა, “ტვ პირველი” ისევ ეთერში იქნება, რაც არ მოხდება, აქ ანთებული ადამიანები მუშაობენ. აქ ისეთი ჟურნალისტები, ოპერატორები, ტექნიკური სტაფი და ისეთი ანთებული ადამიანები მუშაობენ, რომ ამის მიუხედავად მაინც ვიმუშავებთ.

უბრალოდ, ხელისუფლებას მინდა ვუთხრა, სირცხვილია, როცა ამ ვითარებაში როცა ქვეყანა ეკონომიკური კოლაფსის წინაშეა, შენ მოიცლი მედიისთვის, რომელიც საკუთარ ჯანმრთელობას რისკის ქვეშ აყენებს და ბოლო ინფორმაციას აწვდის ხალხს”, – განაცხადა ინგა გრიგოლიამ.

შეგახსენებთ, დღეს “ტვ პირველსა” და “მთავარ არხს” ინკასო დაადეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად