გრიგოლია ოქრუაშვილს: არ იქნება სწორი დაპატიმრებულ ადამიანს ვაკამათო, მაგრამ იმდენი გადაცემა გავაკეთე შენს დაპატიმრებაზე…

იმდენი გადაცემა გავაკეთე შენს დაპატიმრებაზე… როცა გამოხვალ მერე ვიკამათოთ, – ასე უპასუხა “ტვ პირველის” გადაცემა “რეაქციის” წამყვანმა “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებას, რომელმაც “ტვ პირველს” მიმართა.

“ირაკლი, ალბათ გადმოგცემენ ამ კომენტარებს და დავწერ, არ იქნება ჩემი მხრიდან სწორი, დაპატიმრებულ ადამიანს ვეკამათო, მაგრამ იმდენი გადაცემა გავაკეთე შენს დაპატიმრებაზე, ცოტა გამიკვირდა შენი ეს პოსტი. როცა გამოხვალ, კამათი მერე, ახლა გისურვებ განთავისუფლებას და იმ ადამიანებს ვადანაშაულებ შენს შეცდომაში შეყვანაში, ვინც წესით, უნდა გეუბნებოდეს, რომ ძალიან ბევრი გადაცემა და რეპორტაჟი გავაკეთეთ ჩვენს არხზე შენზე, მეწყინა, მაგრამ ეხლა მეტს არაფერს დავწერ”, – პასუხობს ინგა გრიგოლია ირაკლია ოქრუაშვილს.

გრიგოლიამ ოქრუაშვილს პასუხი პოლიტიკოსის პოსტის ქვეშ კომენტარის საშუალებით გასცა. ოქრუაშვილმა კი თავის პოსტში დაწერა: ის რომ ხაზარაძისგან ახალი ილია ჭავჭავაძის გაკეთებას ცდილობთ, თქვენი გემოვნების და ინტერესის საკითხია, მაგრამ 20 ივნისის დაკავებულებზე სიუჟეტებში ზრდილობისთვის მაინც მახსენეთ, ნარკორეალიზაციისთვის კი არ ვზივარ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად