გრიგოლია: მოსამართლემ წინასწარ დაწერილი გადაწყვეტილება გვამცნო, “სუდიას” უბრძანეს და აღასრულა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა კულულაშვილმა ნაწილობრივ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და ავთანდილ წერეთელისთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ 500 000 ლარიანი გიარო შეუფარდა.

ფაქტს სოციალურ ქსელში “ტვ პირველის” გადაცემა “რეაქციის” წამყვანი ინგა გრიგოლია გამოეხმაურა, რომელიც წერს:

“გვამცნო მოსამართლემ წინასწარ დაწერილი გადაწყვეტილება, ანკი რა აზრი ჰქონდა ამ სასამართლო პროცესს, ისედაც ვიცოდით, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებდა ქალბატონი სუდია. უბრძანეს და აღასრულა. მოდური გახდა ეს სიტყვები და გავიმეორებ – ჩვენ ნამდვილად მოვიგებთ ამ ომს მშვიდობით, ჩვენი საქმით, პროფესიით, ჩვენი თავისუფალი სიტყვით. ორშაბათიდან ყველა გადაცემა დაუბრუნდება ეთერს და ისევე როგორც აქამდე, გავაგრძელებთ მუშაობას, ტვ “პირველი” გავლენების მიღმა, მოვლენების შუაგულში”, – წერს ინგა გრიგოლია.

ცნობისთვის, მთავარმა პროკურატურამ 2019 წლის 22 აგვისტოს გააკეთა ოფიციალური განცხადება და  ავთანდილ წერეთელი “ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეში” 16 664 000 დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ფაქტზე ბრალდებულად სცნო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად