გრიგოლია მელიას: ჩვენ რომ დაგვხოცონ, თქვენ იტყვით – პროვოკაცია მოხდება და არ გავალთო?!

ჩვენ რომ დაგვხოცონ, თქვენ იტყვით – პროვოკაცია მოხდება და არ გავალთო?! – ასე მიმართა გადაცემა “რეაქციის” წამყვანმა ინგა გრიგოლიამ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერს ნიკა მელიას.

“როდესაც ძალადობრივი ჯგუფები იმიტომ არიან ორგანიზებული, რომ შენ ჩაგითრიონ პროვოკაციაში, იქ არ უნდა მიხვიდე. ჩვენი ამოცანაა, რომ ძალადობას ძალადობით კი არ ვუპასუხოთ. ჩხუბით ვერ მოვერევით ამათ, სპეცრაზმს ვერ მოვერევით. მორაალური უპირატესობა არ უნდა დავკარგოთ”, – თქვა მელიამ.

კითხვაზე ქუჩის ბრძოლაზე უარს ამბობს? – პასუხობს:

“არა, მაგრამ სადაც ხაფანგია იქ არ უნდა გაეხვე. ასეთი ხაფანგი, რომ ცხადად იკითხება ყველაფერი…” – აღნიშნა მელიამ.

გადაცემის წამყვანი კი მას ასეთი რეპლიკით მიმართავს:

“ჩვენ რომ დაგვხოცონ ვიღაც ადამიანები, თქვენ იტყვით, რომ პროვოკაცია მოხდება და ამიტომ არ გავალთ?!” – აღნიშნა ინგა გრიგოლიამ.

იქამდე ნიკა მელიამ თქვა: რუსთაველზე არ მივედი, რადგან სისხლისღვრა იგეგმებოდა და დამნაშავედ მე გამომიყვანდნენ

კომენტარები
იტვირთება...