გრიგოლია მაჭავარიანზე: მინისტრი არის მშიშარა, მას ეშინია მწვავე კითხვებზე პასუხის გაცემის

“როდესაც მინისტრი ამბობს რომ თურმე, საცირკო სანახაობის გამო არ მივიდა (პარლამენტში), ეს იმას ნიშნავს რომ მინისტრი არის მშიშარა”-ამის შესახებ, ტელეკომპანია პირველის გენერალურმა დირექტორმა, TV პირველის ეთერში გაანცახადა.

ტელეკომპანია პირველის გენერალური დირექტორის ინგა გრიგოლიას შეფასებით, როდესაც მინისტრი ამბობს რომ, საცირკო სანახაობის გამო არ მივიდა პარლამენტში, ეს ნიშნავს რომ მშიშარაა და ეშინია მწვავე კითხვებზე პასუხის გაცემა.

“დავიტოვებ უფლებას მე შევაფასო. საცირკო სანახაობა ჰგონია მთავრობის მინისტრს პარლამენტის დეპუტეტბისთვის პასუხის გაცემა. საცირკო სანახაობა კი არა, ბატონო მინისტრო, თქვენ ხართ ვალდებული…

მინისტრი ვალდებულია პარლამენტში მოვიდეს და პასუხი გასცეს თუნდაც, ძალიან მწვავე კითხვას. როდესაც მინისტრი ამბობს რომ თურმე, საცირკო სანახაობის გამო არ მივიდოდა, ეს იმას ნიშნავს რომ მინისტრი არის მშიშარა, მას ეშინია მწვავე კითხვებზე პასუხის გაცემის, რაც მთავარია არ აქვს კითხვებზე პასუხი”-ამბობს გრიგოლია.

ცნობისთვის, ივანე მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე არ მისვლის მიზეზე საუბრა და განაცხადა

“მინისტრის საათის ფარგლებში ვიყავი პარლამენტში და არ ვიცი, თქვენ უსმენდით თუ არა, თუ დააკვირდით გამოსვლას, იქ ჩემი დროის ნახევარზე მეტი დავუთმე პრაქტიკულად იმ შეკითხვებზე პასუხის გაცემას, რაც იყო დასმული საკომიტეტო მოსმენის ფარგლებში.

თქვენ ნახეთ, რომ პრაქტიკულად დარბაზი დატოვეს იმ დეპუტატებმა, ვინც ეს წერილი მოიწერეს. არც კი იყვნენ იქ და არანაირი შეკითხვა არ დასვეს. ეს ნიშნავს, რომ ამ შეკითხვების პასუხი კი არ აინტერესებდათ. ფაქტია, რომ საანგარიშო ვალდებულებისთვის არ არის, ეს არის რაღაცეების მოსაწყობად და ცირკები მოაწყონ რამდენიც უნდა.” – განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად