გრიგოლია კობახიძეს: გინდათ დახმარება, გჭირდებათ სააკაშვილი და თქვენც წარმატებით იყენებთ ამას

“მე ვაღიარებ, რომ ეს ადამიანები გვეხმარებიან. სააკაშვილის კომენტარის შემდეგ ადამიანი მოდის და იმის ოპონენტს აძლევს ხმას. იგივე სააკაშვილის კომენტარები რომ ვნახოთ, იგივე მისი მეგობრების, იგივე “რუსთავი 2″-ის ხელმძღვანელობა. მათი გამოსვლები რომ ნახოთ, მიხვდებით, რომ ისინი ჩვენ გვეხმარებიან ყოველდღიურ რეჟიმში, მაგრამ ეს დახმარება არ გვინდა ჩვენ”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

რაზეც გადაცემის წამყვანმა ინგა გრიგოლიამ ასეთი რეპლიკით უპასუხა:

“გინდათ თქვენ დახმარება, სააკაშვილი გჭირდებათ თქვენ აშკარად. ყოველ შემთხვევაში ყველა არჩევნებმა აჩვენა. მე არ ვთვლი მხოლოდ 2012 წლის არჩევნებს. იქაც ყველა მინუს მიშა იყო. გჭირდებათ ეს და თქვენც ამას წარმატებით იყენებთ. ხალხო – თუ არ მომცემთ ხმას, მოვა მიშა! მიშა, მოდის, მიშა მოდის და ამის ხარჯზე იგებთ”, – თქვა ინგა გრიგოლიამ.

კოაბახიძემ უპასუხა, რომ ნაწილობრივ ეთანხმება.

“ისინი გვეხმარებიან, მაგრამ ეს ყველაფერი ქვეყანას არ ეხმარება. როდესაც ერთ მხარეს არის აბსოლუტურად დისკრედიტირებული ძალა და როდესაც ეს ხდება ერთ-ერთი მთავარი საფუძველი იმისა, რომ მმართველი პარტია მორიგ ჯერზეც იმარჯვებს არჩევნებში, ეს არ არის კარგი ვითარება. ნებისმიერმა პარტიამ მისი პროგრამის საფუძველზე უნდა გაიმარჯვოს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...