გრიგოლია: ხელისუფლებამ ჯიბეში ჩაიდო “რუსთავი2” და იფიქრეს, ბარემ “TV პირველსაც” მივაყოლებთო

ამის შესახებ, ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სადაც ის “ტვ პირველის” დამფუძნებლის ვახტანგ წერეთლის გამოკითხვაზე დაბარებას გამოეხმაურა.

“მას მერე რაც ხელისუფლებამ “ჯიბეში” ჩაიდო “რუსთავი 2” იფიქრეს რომ ბარემ აგვისტოა რა,  “ტვ პირველიც” მივაყოლოთ. ახალი ალბათ, არცერთი თქვენგანისთვის არ იქნება, რომ ტელეკომპანია პირველზე იყო კულუალური მცდელობები და შეტევები, რაზეც მე არ ვისაუბრებ. ამაზე უნდა ისაუბროს არხის დამფუძნებელმა, როდესაც ის ამას ჩათვლის საჭიროდ. ელოდება ახლა კიდევ რაღაცეებს. რა კითხვებს დაუსვამენ და ასე შემდეგ.

მე ზუსტად ვიცი რომ ახლა, იმიტომ დაიბარეს ვახტანგ წერეთელი რომ “რუსთავი 2” ჩავიდეთ ჯიბეში და ტელეკომპანია პირველსაც სანამ საარჩევნნო პროცედურებში შევა ქვეყანა მოკლედ-გავაჩერებთ.

მე მინდა ვუთხრა ყველას. ვერ გააჩერებთ. ეს არის ტელეკომპანია, რომელიც შევქმენით ჩვენი საკუთარი ხელებით. მე მაგალითად, მას მერე რაც “იმედიდან” გამომაგდეს, მაშინ მოვხვდი ამ ტელევიზიაში. კიბეზე ვისხედით და ისე ვაკეთებდით გადაცემებს”,-განაცხადა ინგა გრიგოლიამ.

 

შეგახსენებთ, 2019 წლის 10 იანვარს ვატო წერეთელმა სოციალურ ქსელში დაწერა, შპს “სამგორი თრეიდი”-სა და შპს “სამგორი M”-ში წილის მფლობელი ვარ, მაგრამ ამ წამამდე არავის დავუბარებივარ

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს გირაო შეეფარდათ 700 000-700  000 ლარის ოდენობით, ხოლო პროკურატურა მილიონ-მილიონ გირაოს ითხოვდა.

ცნობისთვის, მთავარმა პროკურატურამ  მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წაუყენა, ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

მოგვიანებით კი, მამუკა ხაზარაძემ სოციუაკურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია: ვტოვებთ TBC ბანკში დაკავებულ თანამდებობებს, სანამ არ დასრულდება ეს აბსურდული პროცესი

ყველაფერი კი ასე დაიწყო:

დაახლოებით 5 თვის წინ, 2019 წლის 14 თებერვალს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა  მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევაზე განცხადება გაავრცელა.

რამდენიმე დღეში კი „TBC ბანკმა“ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია რომ  ბანკის დამფუძნებელი აქციონერები არ იქნებიან წარმოდგენილი /თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში

აღნიშნული განცხადებების  შემდეგ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე საკანონმდებლო ორგანოში მივიდნენ.

2019 წლის 4 მარტს პარლამენტში გამართულ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე თიბისი ბანკის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების წინ შს მინისტრის გიორგი გახარიასგან მუქარის შემცველი წერილი მიიღო.

განცხადების გაკეთებიდან მეორე დღესვე მამუკა ხაზარაძე პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოიკითხა.

ხაზარაძემ გამოკითხვის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა, რომ მას წერილი შუამავალმა გადასცა, რომლის ასლი მოსამართლესაც წარუდგინა.

ასევე ხაზარაძემ აღნიშნა, რომ “თიბის ბანკის” ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრებს  მაშინ, „როცა იქნება საგამოძიებო ორგანო შექმნილი და რეაგირების და გამოძიების საშუალება იქნება“.

წერილის გაგზავნის ფაქტს  შს მინისტრი გიორგი გახარია უარყოფს და აცხადეს: მე წერილებს არ ვწერ, მე სათქმელს ყველას პირში ვეუბნები  ხაზარაძე კი აცხადეს: შინაგან საქმეთა მინისტრმა სასამართლო წესით უნდა დაამტკიცოს, რომ არ გამოუგზავნია წერილი

პროკურორმა კი განაცხადა, რომ მამუკა ხაზარაძემ წარმოადგინა ჩვეულებრივი წერილი, რომლის შედგენა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია

„აიპრესთან“ მამუკა ხაზარაძის ადვოკატი ზვიად კორძაძე აცხადებს, რომ წერილი, რომელიც ხაზარაძეს გადასცეს, ხელნაწერი არ იყო, დაბეჭდილი იყოასევე 2019 წლის 6 მარტს აღნიშნა რომ წერილი ექსპერტიზაზე გაგზავნილია უცხოეთში.

2019 წლის 9 ივლისს TBC ბანკის დამფუძნებელმა  მამუკა ხაზარაძე  სოციალური ქსელით გაავრცელა განცხადება, რომ მიმდინარე წლის სექტემბერში ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს

2019 წლის 10 ივნისს “აიპრესი“ დაინტერესდა ჩამოვიდა თუ არა ექსპერტიზის პასუხი უცხოეთიდან, რაზეც ზვიად კორძაძემ განაცხადა: „ჯერ-ჯერობით არანაირი პასუხი არ ჩამოსულა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...