გრიგოლია: ჯერ “იმედი”-დან და “მაესტრო”-დან დაიწყონ, “tvპირველის” სამთვიანმა დავალიანებამ გაწყვიტა წელში ბიუჯეტი?!

ამის შესახებ „tvპირველის” გენერალურმა დირექტორმა ინგა გრიგოლიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

“ის რომ გაჭირვებული ქვეყანა ვართ, ბიუჯეტში ხალხის ფული რომ არის შესატანი ამას ვამბობთ ჩვენს. ვეთანხმები ამას, ოღონდ დაიწყონ ტელეკომპანია „იმედი“ დან, დაიწყონ „მაესტრო“ – დან… რატომ აპატიეს ამდენი მილიონი? ვინ იღებს ამას თავისთავზე? “tvპირველის” სამთვიანმა დავალიანებამ გაწყვიტა წელში ბიუჯეტი? – არა! ჯერ მილიონები დააფარინონ თავის საყვარელ მედიას და ჩვენ მერე მოგვთხოვონ.
მე ვიცი, რომ ეს უკავშირდება თავისუფალი მედიის მიმრთ განხორციელებულ შტურმს. 2020 მოდის, არჩევნები მოდის და კბილები დაგვანახეს, მაგრამ, გეუბნებით, ეს ჟურნალისტებისთვის არის გაასმაგებული მოტივაცია. გავიჭირვებთ რამდენიმ თვე, არავის არ ვთხოვთ შეღავათებს, უბრალოდ გადავადებაზე იყო საუბარი… სამაგიეროდ უფრო მოტივირებული დაგიბრუნდებით” – განაცხადა ინგა გრიგოლიამ.

ცნობისთის, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს, “ტვ პირველსა” და “კავკასიას” ინკასო დაედო. რის მიზეზადაც საბიუჯეტო დავალიანებების გადაუხდელობა სახელდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად