გრიგოლია გახარიას: გამორიცხავთ მერაბიშვილის ადგილას აღმოჩნდეთ? –  გახარია: შეიძლება ყველაფერი მოხდეს

“ცხოვრებაში შეიძლება ყველაფერი მოხდეს”, – ასე პასუხობს შს მინისტრი გიორგი გახარია გადაცემა “რეაქციის” წამყვანის კითხვას იმაზე, რომ ვანო მერაბიშვილს ერთ-ერთ ბრალდებად წარდგენილი აქვს 26 მაისის დარბევის საქმე და გამორიცხავს თუ არა, რომ ერთ დღესაც აღმოჩნდეს მის ადგილზე.

“თქვენ როგორც ვიცი პირდაპირ იყავით ამ პროცესებში ჩართული ჩემგან განსხვავებით. 26 მაისის პროცესებს ვგულისხმობ. ჩემი შეფასებით ის იყო სადამსჯელო ღონისძიება მშვიდობიანი აქციის მიმართ, როდესაც ევაკუაციის გზებიც კი იყო გადაკეტილი. აქ კი საქმე გვაქვს როგორ ესხმოდნენ თავს, როგორ ართმევდნენ ფარებს, როგორ იტაცებდნენ მასაში პოლიციელებს და თქვენ ამაზე ტოლობის ნიშანს სვამთ 26 მაისთან”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...