გრიგოლია დუმბაძეს: ხუმრობის გარეშე გეკითხებით, თქვენც ხომ არ გიხმებათ ხელი ნელ-ნელა?

“თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც პირდაპირ არის პასუხისმგებელი, რომ გვყავს ის ხელისუფლება, რომელსაც გვყავს. ახლა კი ებრძვით. ახლა გამოდიხართ და ძალიან კრიტიკული დამოკიდებულება გაქვთ ამ ხელისუფლების მიმართ… ყველას ძალიაც კარგად ახსოვს გამხმარი მარჯვენა და მარცხენა ხელი. შესაბისად, ხუმრობის გარეშე გისვამთ ამ კითხვას, გამხმარ ხელთან დაკავშირებით, თქვენ ხომ არ გიხმებათ ეს ხელი ნელ-ნელა?”, – ამ კითხვით მიმართა ინგა გრიგოლიამ გაერთიანებული ოპოზიციის წევრს მურმან დუმბაძეს “ტვ პირველის” ეთერში.

“მე თანახმა ვარ განეორდეს 2012 წლის 1 ოქრომბერი! მაგრამ 2 ოქტომბერი არ მომწონს. მე ვიყავი საქართველოს პარლამენტში პირველი ადამიანი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებიდან წამოვიდა და წამვიდა ძალიან მალე. ივანიშვილი არის გადამგდები კაცი, ამ სახელით შევა ისტორიაში”, – განაცხადა დუმბაძემ.

შეგახსენებთ, 2012 წელს მურმან დუმბაძე აცხადებდა, რომ ვინც არჩევნებზე 5 ნომერს [ნაციონალუ მოძრაობას] შემოხაზავდა სიმსივნე/ინფექცია დაემართებოდა, ან ხელი გაუხმებოდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად