გრიგოლია ბარამიძეს: ივანიშვილმა დამირეკა და მთხოვა თქვენთვის ეს კითხვა დამესვა

ასე პასუხობს გადაცემა “რეაქციის” წამყვანი ინგა გრიგოლია “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერს ინგა გრიგოლიას, რომელმაც მას აფრასიძეების სპეცოპერაციის საქმეზე შეეპასუხა, რომ შედეგის თვალსაზრისით მძიმე საქმე იყო და მთელი ოჯახი ამოწყდა.

“ინგა რას ლაპარაკობთ? ამდენი წელია გიცნობთ, ძალიან სერიოზული პროფესიონალი ხართ და ახლა თქვე ივანიშვილის მიერ გავრცელებული…” – თქვა ბარამიძემ, მას სიტყვა გრიგოლიამ შეაწყვეტინა და უთხრა:

“ივანიშვილმა დამირეკა და მთხოვა, ეს კითხვა დამესვა”, – ბარამიძის პასუხი კი ასეთია:

“არა, რაც გავრცელებულია, თქვენც კი ეს იაფფასიანი ჭორი პირდაპირ ეთერში თქვით. ოჯახი კი არ ამოწყდა. ორი ადამიანია, რომელიც ეჭვმიტანილები იყვნენ და რომლებმაც პირველებმა ესროლეს პირველებმა ტყვია, ის სპეცოპერაციის დროს დაიღუპნენ. როცა სპეცრაზმელს ესვრი, სპეცრაზმელი მოგიგებს სროლაში, დანარჩენი 3 ადამიანი დაპატიმრებული და გასამართლებულები იყვნენ მრავალი მკვლელობისთვის, რომელიც ძირითადად იქაური სვანების წინააღმდეგ ჰქონდათ ჩადენილი. 8 წელი გავიდა და თქვენც კი ამ სიცრუის ტყვეობაში ხართ”, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად