გრიგოლეთში ორი ავტომობილის შეჯახების შედეგად ერთ-ერთი მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა

გრიგოლეთში ავტოსაგზაო შემთხვევა ფატალურად დასრულდა. ერთმანეთს შკოდას მარკის ავტომანქანა და მიკროავტობუსი შეეჯახა, მსუბუქი ავტომობილის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა,

სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადამ ერთი დაშავებული ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა, მორიგე ექიმის განცხადებით მას სხეულის ზედაპირული დაზიანებები აღენიშნება.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, მომხდარზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...