გრიგოლ ვაშაძის საპრეზიდენტო არჩევნების პოლიტტექნოლოგი, ვიტალი შკლიაროვი ბელარუსში დააკავეს

გრიგოლ ვაშაძის პოლიტტექნოლოგი, საპრეზიდენტო არჩევნების დროს ვიტალი შკლიაროვი ბელარუსში დააკავეს.

ინფორმაცია ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, ვალერი ცეპკალოს პრესსამსახურებზე დაყრდნობით გაავრცელა ადგილობრივმა მედიამ. დაპატიმრების შესახებ Telegram-ში დაწერა ვიტალი შკლიაროვმაც.

შკლიაროვი ბლოგერ სერგეი ტიხანკოვსკისთან მუშაობაში დაადანაშაულეს, რომელიც ბელარუსის საპრეზიდენტო კანდიდატის სვეტლანა ტიხანკოვსკაიას მეუღლეა. სერგეი ტიხანკოვსკი თავად აპირებდა არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, თუმცა მისი დაპატიმრების მერე კანდიდატურა მისმა ცოლმა წარადგინა.

ვიტალი შკლიაროვი წარმოშობით ბელარუსი პოლიტტექნოლოგია. როგორც CNN წერს, შკლიაროვი ჩართული იყო ბარაკ ობამასა და ბერნი სანდერსის საპრეზიდენტო კამპანიებში.

შკლიაროვი, ბარაკ ობამას კამპანიაში, როდესაც ობამა აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე მეორე ვადით იყრიდა კენჭს, მოხალისედ ჩაერთო. ბერნი სანდერსის კამპანიიაში კი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პრაიმერიზის დროს ოფიციალურად მონაწილეობდა.

ამასთან, შკლიაროვი ჩართული იყო რუსეთში გამართულ მუნიციპალურ არჩევნებში, როგორც დიმიტრი გუდკოვის კამპანიის ხელმძღვანელი და მუშაობდა ქსენია სობჩაკთან რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების დროსაც.

საქართველოში ჩამოსვლა და საპრეზიდენტო არჩევნებისთვის გრიგოლ ვაშაძის კამპანიის დაგეგმვა შკლიაროვს, როგორც “რადიო თავისუფლებასთან” ინტერივუში თავად ამბობს, მიხეილ სააკაშვილმა შესთავაზა. პოლიტ-ტექნოლოგის თქმით, ის ერთ-ერთია “იმ მცირე რაოდენობის ექსპერტთა შორის, რომლებიც სპეციალიზებული არიან ავტორიტარული რეჟიმების პირობებში ჩატარებულ არჩევნებზე” და გრიგოლ ვაშაძის კამპანიაში ჩართვაც ამიტომ შესთავაზეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად