გრიგოლ ვაშაძე: ვინც არ უნდა ჩასვათ ციხეში, აუცილებლად გაგხევთ ნაკერავზე

ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებს ოპოზიციური შეკრების შემდეგ განუცხადა.

“ოპოზიცია შეკრებილი იყო დღეს და იმაზე მსჯელობდა, რა პრინციპი შეიძლება დაედოს საფუძვლად კომპრომისს, ამაზე კიდევ ერთხელ გვითხრა ოლიგარქიულმა რეჟიმმა – ფეხებზე გვკიდია თქვენი კომპრომისიც, ოპოზიციაც, საქართველოს მოქალაქეც, პროპორციული თუ არაპოროპორციული არჩევნები, ჩემი ხელია მთავარი და რასაც მინდა იმას გავაკეთებო.

პირველივე რაუნდიდან სკეპტიკურად ვიყავი განწყობილილი ამ დიალოგის მიმართ და ვიცოდი, რომ ამით დამთავრდებოდა. ვინც არ უნდა ჩასვან ციხეში, ამ ტალღის გაჩერება უკვე შეუძლებელია. გიგი რომ ციხეში წავა, კიდევ ერთი სტიმული იქნება იმის, რომ ყველა ოპოზიციური პარტიას მაგიდასთან დაჯდეს, შეთანხმდეს ერთობლივ მოქმედებაზე, არ დაუყენონ ერთმანეთს კანდიდატები და ვინც ამას გააკეთებს ოლიგარქიული რეჟიმის ნაწილი იქნება. აუცილებლად გაგხევთ ნაკერავზე, ვინც არ უნდა ჩასვათ ციხეში”, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ცნობისთვის: ე.წ. ფონდის საქმეზე სასამართლომ გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაცხადა.

შეგახსენებთ: ე.წ. ფონდის საქმეზე გიგი უგულავას სახელმწიფო ბრალდება თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის გაფლანგვას ედავებოდა. აღნიშნულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლომ გიგი უგულავას 1 წლითა და სამი თვის ვადი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა ეს სასჯელი სხვა საქმეზე დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად