გრიგოლ ვაშაძე: ვაიძულებთ ამ ნაძირალა ხელისუფლებას, დაგვარბიოს, ბევრი გვყავს ქალი!

ამის შესახებ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, გრიგოლ ვაშაძემ, პარალმენტის შენობის წინ მიმდიანრე აქციაზე განაცხადა.

“ორი ღამე გავათიეთ და ვაიძულეთ ამ მოძალადე ხელისუფლებას, დაგვარბიონ. ბევრი გვყავს ქალი! ამიტომ თხოვნა მაქვს, ჩვენ იმდენი არ ვართ რომ ამათ წინააღმდეგობა გავუწიოთ, მაგრამ სულ ყველა ვჯდებით შემოსავლელთან სათითაოდ!

ხელით აგვიყვანონ, როგორც მათ მასწავლებელ პუტინს სჩვევია ისე გაგვიტანონ სათითაოდ”,-ამბობს ვაშაძე.

ცნობისთვის, შსს-მ აქციის ორგანიზატორებს პარლამენტთან ტერიტორიის გასათავისუფლებლად 30-წუთიანი ვადა მისცა.

ამასთან, პარლამენტის შენობის მიმდებარედ და პირველი რესპუბლიკის მოედანზე სპეციალური დანიშნულების რაზმია მობილიზებული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად