გრიგოლ ვაშაძე: შეხვედრა სრულიად უშედეგოდ დასრულდა

ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ დიპკორუსის ინიციატივით გამართული  ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა

მისი თქმით, “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს არავითარი წინადადება და იდეა არ ჰქონდათ და მათ კატეგირიული უარი თვეს იმ კომპრომისულ შეთავაზებაზე, რომელიც ოპოზიციამ მოამზადა და გუშინ 30-მა პარტიამ მოაწერა ხელი.

„ყოველგვარი დიპლომატიის გარეშე გეტყვით, პირველი მმართველი გუნდი ამ შემხვედრაზე მხოლოდ იმიტომ მოვიდა, რომ განუწყვეტლივ პრესს განიცდიდა საქართველოს მოქალაქისგან, ოპოზიციისგან და ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეებისგან. ისე არავითარ დიალოგზე, რა თქმა უნდა, ეს მმართველი გუნდი ანუ ე.წ. ხელისუფლება არ წამოვიდოდა. მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი, არაფრისთვის მზად არ იყვნენ, არავითარი წინადადება და არც იდეა არ ჰქონდათ. მესამე, კატეგორიული უარი თვეს განხილვაზე იმ კომპრომისული შეთავაზების, რომელიც ოპოზიციამ მოამზადა და გუშინ 30-მა პარტიამ მოაწერა ხელი. მეოთხე, ჩვენ დავადასტურეთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს შეხვედრა სრულიად უშედეგოდ დასრულდა, თუ ამას მოინდომებენ ჩვენი მედიატორები და სტრატეგიული პარტნიორები, ჩვენ მეორე რაუნდსაც დავესწრებით. არ მივცემთ არასდროს „ქართულ ოცნებას“ და ე.წ.მმართველ გუნდს იმის თქმის საშუალებას, რომ ოპოზიცია საუბრისთვის მზად არ არის“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად