გრიგოლ ვაშაძე: ყველა ვინც ახლა არის ციხეში, იქ ოქტომბრამდე იქნება!

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ, TV პირველის ეთერში ისაუბრა. გრიგოლ ვაშაძე “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას დაკავებასაც გამოეხმაურა.

გრიგოლ ვაშაძე დასძენს, რომ ოპოზიცია იმდენად ერთიანია, არჩევნებზე ხელისუფლებას “არაფერი არ უშველის”

“არაფერი მიკვირს მას შემდეგ, რაც გიგი უგულავა დააკავეს. მანამდე, ირაკლი ოქრუაშვილი და გიორგი რურუა. არაფერი არ გამიკვირდება, სიმართლე რომ გითხრათ. თუმცა, ერთი წინადადებით რომ შემოვიფარგლოთ, პასუხში, ოპოზიცია ისე არის გაერთიანებული, ისე იქნება მომართული არჩევნებზე, არაფერი არ უშველის უკვე ამ ხელისუფლებას!

ყველა ვინც ახლა არის ციხეში, იქნება იქ ოქტომბრამდე, თუ მანამდე თუ ვერ მოვახერხეთ მათი გამოყვანა”,-ამბობს გრიგოლ ვაშაძე.

ცნობისთვის: ე.წ. ფონდის საქმეზე სასამართლომ გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაცხადა.

უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავას 3 წლით, 2 თვითა და 8 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მოგვიანებით, პროკურატურამ “თბილისის განვითარების ფონდის” საქმეზე, რომელზეც გიგი უგულავას 3 წლითა და 2 თვით პატიმრობა შეეფარდა, ინფორმაცია გაავრცელა.

“ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგი უგულავა, რომელსაც უზენაესმა სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა შსს-ს შენობაში შევიდა და სამართალდამცველებს ჩაბარდა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად