გრიგოლ ვაშაძე ფრაქციაში “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი” გაერთიანდა

პარლამენტის ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის” წევრი „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე იქნება.

ამის შესახებ პარლამენტში ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ განაცხადა და განმარტა, რომ მის ფრაქციაში პარტიების წარმომადგენლების გარდა, დამოუკიდებელი დეპტატების გაერთიანდნენ.

ჩვენ გვექნება ჩვენი ინდივიდუალური სამოქმედო ველი, მაგრამ გავერთიანდით რეფორმების გასატარებლად ჩვენს კოლეგებთან ერთად“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

ფრაქციის შექმნასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგს გრიგოლ ვაშაძე არ დასწრებია, თუმცა ითქვა, რომ ის მალე შეუერთდება საქკანონმდებლო საქმიანობას.

შეგახსებეთ: ახლადშექმნილ ფრაქციაში გაერთიანებულია 7 დეპუტატი, აქედან 3 პოლიტიკური პარტია: „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“ და რესპუბლიკური პარტია“ და დამოუკიდებელი დეპუტატები: გრიგოლ ვაშაძე და ტარიელ ნაკაიძე.

კომენტარები
იტვირთება...