გრიგოლ ვაშაძე: ოპოზიციამ თითიც რომ არ გაანძრიოს, საქართველოს მოქალაქე აღარ მოითმენს

“ადამიანის უფლებების დარღვევა, არჩევანის უფლების წართმვა, ეკონომიკური გაუბედურება, შიმშილთან ერთად, არცერთი ქვეყნის მოქალაქეს არ მოუთმენია”-ამის შესახებ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ “მთავარ არხთან” განაცხადა.

“ქართული ოცნება” შეიძლება უმრავლესობით, ან კონსტიტუციური უმრავლესობით მოვდიეს ხელისუფლებაში მხოლოდ და მხოლოდ იმაზე უარესი გაყალბების შედეგად, რომელიც იყო 2018 წელს.

თუ ამ იდიოტიზმზე წავლენ. თუ თავის თავის მტრები არიან, აი გავრილოვის ღამო მონაგონი იქნება, იმას გადაეყრებიან. რომ არ დაიწყოს გამოძიება, დაგვემუქრნენო.

თითი რომ არ გაანძრიოს ოპოზიციამ, საერთოდ ხვალ რომ შევწყვიტოთ ყველანაირი ბრძოლა და მუშაობა, ქვეყნიდან რომ წავიდეთ, საქართველოს მოქალაქე აღარ მოითმენს, იმიტომ რომ ერთდროულად ადამიანის უფლებების დარღვევა, არჩევანის უფლების წართმვა, ეკონომიკური გაუბედურება, შიმშილთან ერთად, არცერთი ქვეყნის მოქალაქეს არ მოუთმენია ჯერ”,-ამბობს გრიგოლ ვაშაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად