გრიგოლ ვაშაძე: “ნაცმოძრაობაში” ისეთი ადამიანები გაჩნდნენ, მათ გამო ამ პარტიაში ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც არ შევდიოდი

თვენახევარი ვაფრთხილებდი ყველას, რომ მივდიოდი, ამაზე კი ყველა იცინოდა –  “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა თავმჯდომარემ,” გრიგოლ ვაშაძემ, ტვ პირველთან პარტიიდან წამოსვლის შესახებ ისაუბრა.

“ვეუბნებოდი, რომ ყველა შემთხვევაში მივდივარ, თუმცა ბოლო წვეთი იყო ის, რაც განცხადებაში წაიკითხეთ – მოლაპარაკებები, სრულიად უგუნური, არაფრის მომცემი შეტევები ჩვენს მოკავშირეებზე, ელჩებზე. ადამიანები, რომლებიც ისევ გაჩნდნენ ამ პარტიაში, ამ ადამიანების გამო მე ხელისუფლებაში ყოფნისას არ შევდიოდი ამ პარტიაში და მითუმეტეს, არც ოპოზიციაში ყოფნისას ვაპირებ ამას – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

კომენტარები
იტვირთება...