გრიგოლ ვაშაძე: მთავარი მოთხოვნა ვადამდელი არჩევნებია, ფასილიტატორები გადაწყვეტილებას ჩვენს მაგივრად ვერ მიიღებენ

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ დიპლომატებთან შეხვედრა დატოვა. როგორც შეხვედრის შემდეგ მან ჟურნალისტებს განუცხდა, ფასილიტატორებს კიდევ ერთხელ გაუმეორა, რომ ოპოზიციის მოთხოვნებში ყველაზე მთავარი ვადამდელი არჩევნები, სრულიად ახალი საარჩევნო ადმნისტრაცია და პოლიტპატიმრების თემაა.

“ფასილიტატორებს კიდევ ერთხელ გავუმეორე, რომ ოპოზიციის მოთხოვნებში ყველაზე მთავარი ვადამდელი არჩევნებია. სრულიად ახალი საარჩევნო ადმნისტრაცია და პოლიტპატიმრები. “ქართული ოცნებისგან” ველოდები კომპრომისულ წინადადებას, იმიტომ, რომ 2021 წელი იქნება ძალიან სახიფათო ყველა თვალსაზრისით. გნებავთ ეკონომიკური, გნებავთ სოციალური. ამიტო, რაც უფრო მალე ერთმანეთში გამოვნახავთ ქართველები კომპრომისს, რაც დააკმაყოფილებს საქართველოს მოქალაქეს, მით უკეთესი. დამიჯერეთ, ვერცერთი ფასილიტატორი ჩვენს მაგივრად გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს.

როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ პარლამენტში შესვლა, როდესაც ყველა პარტიის მხარდამჭერების 100% ამის კატეგორიული წინააღმდეგია?!”, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად