გრიგოლ ვაშაძე: მაჟორიტარი დეპუტატი ყალიბდება, როგორც ადგილობრივი ინდოელების ბელადი

ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის “ძალა ერთობაშიას” პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ამომრჩეველთან შეხვედრის დასრულები შემდეგ განაცხადა.

“აუცილებლია გადასვლა პროპორციულ სისტემაზე, იმიტომ რომ მაჟორიტარი ბოლოს და ბოლოს, როგორც წესი… შევხედოთ სიმართლეს თვალებში, მოდის თავისი ფულით, საკუთარი ბიზნეს ინტერესების დასაცავად. იმ ხალხს არავითარი სხვა ინტერესი არ აქვთ და კანონპროექტების გამომუშავებაში და ქვეყნის კურსის განსაზღვარში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ. საბოლოოდ ყალიბდება, როგორც ბელადი ადგილობრივი ინდოელების იმ რეგიონში, სადაც მას ხელისუფლება ნიშნავს. ყველაფერი ეს გადადის უკანონობაში და ეს უნდა მოვრჩეთ”, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად