გრიგოლ ვაშაძე: მართლმადიდებლობის ასამბლეა შექმნილია რუსული რბილი ძალის გასატარებლად

ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “პოლიტმეტრი” განაცხადა.

“მე არ ვიცი ვინ მიმართა ხელისუფლებას თხოვნით, რომ ჩვენ ამ ორგანიზაციის გენერალური ასამბლეა დაგვეპატიჟებინა საქართველოში. პროცედურურულად ეს კეთდება ასეთნაირად, რომ მოქალაქეების რაღაც გაერთიანებამ მიმართა ხელისუფლებას გენერალური ასამბლეის დაპატიჟება. ამის შემდეგ წყნარად ავალებენ უწყებებს, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროს, რადგან ეს “საერთაშორისო” ორგანიზაციაა”, – ამბობს ვაშაძე.

კითხვაზე, რა ორგანიზაციაა და მისი მოკვლევით იქ რუსული ინტერესი ჭარბობს? – პასუხობს:

“მე რაც ვნახე, ეს არის შექმნილი პირდაპირ რუსული რბილი ძალის გასატარებლად. საგარეო საქმეთა სამინისტროში ატაშესთვის რომ დაევალებინათ წესდების წაკითხვა და იმის გარკვევა რა არის ეს ორგანიზაცია, ვინ არის მისი პრეზიდენტი, რა განცხადებები აქვს გაკეთებული, საქართველოს რომელ ოკუპირებულ რეგიონშია ნამყოფი. ამ ყველაფერს თავიდან ავიცილებდით.

მარტივ მაგალით გეტყვით, 2009 წელს ჩვენ გვეკუთვნოდა შავი ზღვის ორგანიზაციის თავმჯდომარეობა, რაზეც უარი ვთქვით, რადგან საქართველოში არ ჩატარებულიყო და რუსეთის ფედერაციის დელეგაცია არ ჩამოსულიყო საქართველოში. ყველა გაგებით მოეკიდა ამას”, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...