გრიგოლ ვაშაძე ხელისუფლებასთან შეხვედრაზე: გვინდა გავიგოთ, რა უნდათ საერთოდ

ამის შესახებ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძეს ხელისუფლებასთან დიალოგის მეორე შეხვედრის დაწყებამდე ოპტიმისტური განწყობა არ აქვს.

“რომ გითხრათ, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი-მეთქი, მოვიტყუები. ოპოზიცია არ მისცემს იმის საშუალებას ე.წ. ხელისუფლებას, რომ დაგვაბრალოს ამ დიალოგის ჩაშლა. მომზადებული მივედით, პროპორციული არჩევნები არ უნდათ, ოპოზიციის მოდიფიცირებული წინადადება არ უნდათ, გვინდა გავიგოთ რა უნდათ, საერთოდ, რადგან ხომ გასაგებია, რომ საქართველოს მოქალაქე უბრალოდ არ მისცემს საშუალებას ამ ხერხით და “ღონისძიებებით”, რომელსაც 14 დეკემბერს აპირებენ, ამ ხელისუფლებამ ოქტომბრამდე მიაღწიოს,” – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად