გრიგოლ ვაშაძე: ილია მეორემ მიმიღო და მისი ლოცვა-კურთხევა მივიღე, მე მას ილიაობა მივულოცე

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს შეხვდა.

ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად გრიგოლ ვაშაძე წერს და ფოტოსაც ავრცელებს.

“უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მიმიღო, და მე მას ილიაობა მივულოცე.

ბედნიერი ვარ, რომ მისი ლოცვა-კურთხევა მივიღე”, – წერს გრიგოლ ვაშაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად