გრიგოლ ვაშაძე: გული მიკვდება, ბებიაჩემის და პაპაჩემის ქალაქი დაცლილია

ასე მიმართა გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ ქუთაისში, საპროტესტო აქციაზე შეკრებილ მხარდამჭერებს.

„ფაქტობრივად, 2 წელიწადნახევარია ცხოვრების ნახევარს ქუთაისში ვატარებ . გული მიკვდება, ბებიაჩემის და პაპაჩემის ქალაქი დაცლილია. ყველა ოჯახიდან ვიღაცა არის წასული ან წასვლისთვის ემზადება. ბავშვები იზრდებიან ხან დედის ხან მამას ან ორივეს გარეშე.

ინგრევა ის შენობები, რომელიც ჩვენი კულტურული მემკვიდრეობაა. გადათხრილია მთელი ქალაქი უსასრულოდ, ერთი ადგილიდან მეორეზე ვერ მიხვალ. ქართული ცივილიზაციის აკვანმა, რომელმაც სისხლი გადაუსხა საქართველოს, არის უპატრონოდ მიტოვებული და ე.წ. ქართული ოცნების ამარაა დარჩენილი. იმიტომ რომ აეროპორტია ახლოს, სადაც შეიძლება ჩაჯდე და ევროპაში გაფრინდე 50 ევროდ.
გაიგეთ რა გითხრეს?! ჩვენ აქ ეკონომიკას ვერ გაგიკეთებთო, ერთი დაგეხმარებით პასპორტები რომ აიღოთ უფასოდ, შეიძლება ცოტა ინგლისური გასწავლოთ და იალა აქედან – საქართველოდანო, არავის არ სჭირდებით აქო.
ჩვენ ჩავსვამთ მაგათ ქუთაისის აეროპორტში და გავუშვებთ აქედან. ჩვენ გავუშვებთ ამ ხელისუფლებას იქ, სადაც თავს კარგად იგრძნობენ. საქართველოში მათი ადგილი არ არის“ – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად