გრიგოლ ვაშაძე: გახარიას ნომერი არ გვაქვს, თვითონ დაგვირეკონ, იმიტომ რომ დრო გადის

ამის ადმინისტრირებას საელჩოების გარდა ვერავინ მოახერხებს. როგორც ახდენდა სიების შედეგენას ისე გააკეთონ. ოქსფორდი არ სჭირდება ამას. ვინც ბავშვებით არის, ვინც სამკურნალოდ იყვნენ წასულები, ჯერ მათი გამომომგზავრება უნდა მოხდეს”, – ამის შესახებ გრიგოლ ვაშაძემ ავიარეისების შესრულებასთან დაკავშირებით განაცხადა.

“ჩვენი პარლამენტის დეპუტატებმა გააგზავნეს წერილები, რომ გამოგვეხმაურონ. მეტი მე არ ვიცი ვის უნდა მივმართოთ. გახარიას ტელეფონის ნომერი ჩვენ არავის არ გვაქვს გასაგები მიზეზების გამო”, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

გადაცემის წამყვანმა ნინო ჟიჟილაშვილმა შესთავაზა, რომ გახარიას ნომერს ისინი მიაწვდიან.

“ჩვენ მოგაწვდით გახარიას ნომერს, თუ ამის პრობლემაა”, – მიმართა ჟიჟილაშვილმა, რაზეც ვაშაძის პასუხი ასეთია:

“დიდი ადლობა. დარწმუნებული ვარ, ჩემი ტელეფონის ნომერი ყველას აქვს ყველა სამართალდამცავ ორგანოს სუს-ის მეთაურობით. დაგვირეკონ, იმიტომ, რომ დრო გადის”, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

შეგახსენებთ, გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ ნაციონალური მოძრაობა” მზად არის საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში უფასოდ დააბრუნონ. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად