გრიგოლ ვაშაძე: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” თავს იკავებს ხელისუფლების კრიტიკისგან

“მინდა ჩემი მოკრძალებული ხმა შევუერთო ჩვენს გმირ ექიმებს და ექთნებს” – ასე დაიწყო “ნაცმოძრაობის ლიდერმა” გრიგოლ ვაშაძემ თავისი პრესკონფერენცია.

მისივე თქმით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” თავს იკავებს ხელისუფლების კრიტიკისგან, იმიტომ, რომ საზოგადოებას სჭირდება ახლა ერთიანობა

“საზოგადოებას სჭირდება ერთიანობა, თანადგომა და სახელმწიფომ, ყველა მოქალაქემ, ერთად უნდა დავძლიოთ ეს ეპიდემია.
საქართველოს ბევრი მოქალაქეა ჩარჩენილი ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. უამრავი ზარი შემოდის ნაციონალური მოძრაობის ოფისში დახმარების თხოვნით. მათ არ აქვთ საშუალება, არათუ კომერციული რეისებით დაბრუნდნენ საქართველოში, არამედ შეღავათიანი ბილეთის ყიდვის.
მინდა, მივმართო ხელისუფლებას! გინდ თხოვნა დაარქვით, გინდ რჩევა – სასწრაფოდ დასაგეგმია ჩარტერული რეისები და ჩვენი მოქალაქეები, მედიკოსების ყველა რჩევის გათვალისწინებით, რაოდენ მკაცრიც არ უნდა იყოს, დავაბრუნოთ ქვეყანაში.” – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად