გრიგოლ ვაშაძე: დიალოგი შესანიშნავია, თუმცა დიალოგს ხელს არ უწყობს ხისტი პოზიციები

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ ის მმართველ გუნდთან მოსალოდნელ შეხვედრასთან დაკავშირებით დამატებით დეტალებს დიპლომატიური კორპუსისგან ელოდება.

ვაშაძის შეფასებით, დიალოგი მისაღებია, თუმცა ამას ხელს არ უწყობს ხისტი პოზიციები:

“ამ ოთახში არც ერთს ჯერ მანდატი არ აქვს, არც საკუთარი პარტიიდან და არც მთლიანად ოპოზიციური გაერთიანებიდან. ამიტომ, ჩემი მოკრძალებული აზრით, უნდა დაველოდოთ იმას, რას ფიქრობს ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე – ევროპის კავშირი, როგორ ფიქრობს ამ შეხვედრის წარმართვას და შემდეგ გავცეთ პასუხი. დიალოგი შესანიშნავია, თუმცა დიალოგს ხელს არ უწყობს იმ ხისტი პოზიციების დაფიქსირება, რომელიც ჩვენზე აღარ არის ლაპარაკი, საქართველოს მოქალაქეებისთვის არის მიუღებელი,” – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად