ვაშაძე: დამნიშნონ საქართველოს ნაკრების მწვრთნელად, 100 ლარად გარანტირებულად გავიყვან ბოლო ადგილზე

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე მიიჩნევს, რომ ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის 265 მილიონი ლარი არ უნდა იხარჯებოდეს.

“შეიძლება 265 მილიონს ვიხდიდეთ იმაში, რასაც ესენი ფეხბურთს ეძახიან? . 121-ე ადგილზე ყოფნა FIFA-ს რეიტინგში, წინ რომ ზიმბაბვეა და უკან სან მარინო, ეს 265 მილიონი ღირს? ამას რათ უნდა 265 მილიონი. ამ აუდიტორიაში, დაგვნიშნონ მწვრთნელად და გარანტირებულად გავიყვანთ ბოლო ადგილზე. 100 ლარად თანახმა ვართ ვიმუშავოთ. ვითომ ფეხბურთის დრო გვაქვს?! თუ მაინც სპორტში უნდა წავიდეს ეს ფული წავიდეს რაგბში, ძიუდოში, ჭიდაობასა და ძალოსნობაში, რომელსაც საქართველოს სახელი გააქვს საზღვარგარეთ. ეს რა აჩემებული გვაქვს, გეგონება ყიფიანი და მურთაზე ხურცილავა თამაშობენ კიდევ.

ერთხელ ინტერესის გულისთვის წავედი თბილისის “დინამოს” და ქუთაისის “ტორპედოს” თამაშზე. ამერიკაში 2 საშუალო სკოლის შეხვედრებზე უფრო მეტი ხალხი იყო, ვიდრე “ლოკომოტივის” სტადიონზე”, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ საქართველოს უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრის დროს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...