გრიგოლ ვაშაძე: ჩემთვის გიორგი გახარია ოპოზიცია არ არის, დიდი ალბათობით მასთან კომუნიკაციას და თანამშრომლობას გამოვრიცხავ

“ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე, მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ გიორგი გახარიას არ იცნობს და მასთან დაკავშირებით პოზიცია არ გააჩნია.

“გიორგი გახარიაზე არ მაქვს არავითარი პოზიცია. არ ვიცნობ ამ პიროვნებას, მე არაფერს არ ვფიქრობ… საქართველოს მოქალაქე არჩევნებზე განსჯის.

ჩვენ თუ ვლაპარაკობთ ოპოზიციაზე, ჩემთვის ისაა ოპოზიცია, რომელიც ამ დოკუმენტზე (ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის დოკუმენტი) მუშაობის დროს მოლაპარაკების მაგიდასთან იჯდა. ჩემთვის ბატონი გახარია, ბოდიში მომიხდია და ოპოზიცია არ არის”, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

P.S. -ის წამყვანის კითხვაზე, საქართველოს ყოფილ პრემიერთან გიორგი გახარიასთან რაიმე ფორმით კომუნიკაციას და თანამშრომლობას გამორიცხავთ? გრიგოლ ვაშაზე პასუხობს, რომ “დიდი ალბათობით”.

კომენტარები
იტვირთება...