გრიგოლ ვაშაძე: აუცილებელია მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებისგან პროგრამები ვიყიდოთ

გაერთიანებული ოპოზიციური პარტიების, „ძალა ერთობაშიას“ პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე განათლების სისტემაში ცვლილების შეტანის აუცილებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ აუცილებელია მსოფლიოს წამყვანი უნვერსიტეტებისგან პროგრამები იყიდონ.

„30, 40, თუნდაც 100 სტუდენტის საზღვარგარეთ გაგზავნით, პრობლემებს ვერ გადავწყვეტთ. აუცილებელია წამყვანი სპეციალისტების ჩამოყვანა, პროფესორების, ლექტორების, რომლებიც სტუდენტების ძალიან დიდ რაოდენობას წაუკითხავენ კურსს. აუცილებელია, მსოფლიოს წამყვანი უნვერსიტეტებისგან ვიყიდოთ პროგრამები. დამიჯერეთ, ამას გაცილებით უფრო ნაკლები თანხები და დიდი ეფექტი მოჰყვება“, – აღნიშნა გრიგოლ ვაშაძე. 

ამასთან, პრეზიდენტობის კანდიდატი ყველა აბიტურიენტს, ვინც უმაღლესში მოეწყო, სტუდენტობას ულოცავს. 

„ყველას, ვინც სტუდენტი გახდა, ვულოცავ ახალი ცხოვრების ეტაპის დაწყებას. სტუდენტობაზე ბედნიერი ეტაპი ცხოვრებაში არ არის, ერთის მხრივ, როცა უკვე რაღაცისთვის გაქვს მიღწეული, მეორეს მხრივ როცა ემზადები გაცილებით უფრო მნიშვნელოვანისთვის. რჩევა სტუდენტებს იმ ადამიანისგან, ვისაც შესანიშნავი სტუდენტობა ჰქონდა, რაც შეიძლება მეტი უცხო ენა და ის პროფესიები გამოიტანეთ სასწავლებლებიდან, რომელიც 21-ე საუკუნეში სჭირდება ჩვენს ქვეყანას და მსოფლიო ეკონომიკას“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...