გრიგოლ ვაშაძე: 28 წელიწადია, დავდივართ მოჯადოებულ წრეზე

ამის შესახებ, 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე „არჩევანის“ ეთერში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, გაერთიანებული ოპოზიციის ”ძალა ერთობაშიას” ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ ისაუბრა.

“ასეთი განრისხებული და ღირსებაშელახული საქართველოს მოქალაქე, მე პირადად, არ მახსოვს. დღესაც გავიგეთ, რომ 28 წელიწადია, დავდივართ მოჯადოებულ წრეზე. ხელისუფლება ვერ ხვდება, როდესაც ხელისუფლებას უპირისპირდება ოპოზიციური სპექტრი და პარტიები კი არა, რომელიც საზოგადოების ნაწილია, უპირისპირდება საქართველოს მოქალაქე. განწირულია ყველა ხელისუფლება ამ სიტუაციაში დამარცხებისკენ,“ – განაცხადა ვაშაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად