გრიგოლ ვაშაძე: 2012 წელს ხელისუფლების მშვიდობიანად გადაცემის გამო ვაცლავ ჰაველის რეპუტაცია გვქონდა

მაშინდელ პრემიერ-მინისტრს ხელი მოეკიდებინა მესამე პრეზიდენტისთვის და ერთად ჩაფრენილიყვნენ 2012 წელს ნატოს მინისტერიალზე. იქ ეთქვათ, რომ ჩვენ არაფერი გვაერთიანებს, გარდა აქ გაწევრიანებისაო. ამ ხელისუფლებამ ეს შანსი ხელიდან გაუშვა, –  ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

გადაცემის წამყვანმა ინგა გრიგოლიამ 26 მაისთან დაკავშირებით გრიგოლ ვაშაძეს გაახსენა, რომ დასისხლიანებული მოქალაქეები ჰყავს ნანახი, რაზეც გრიგოლ ვაშაძის პასუხი ასეთია:

“მაშინ ჩვენ უნდა დავასკვნათ ის, რასაც საქართველოს ყველა მოქალაქე უნდა აკეთებდეს. სამწუხაროდ, “ქართულმა ოცნებამ” ისტორიული შანსი გაუშვა ხელიდან. უარი თქვა იმაზე, რომ ჩვენს შეცდომებზე ესწავლა. უარი თქვა იმაზე, რომ ოპოზიცია გაეხადა ხელისუფლების ნაწილი და ამით თავის პატივისცემა გამოეხატა ამომრჩევლის იმ ნაწილზე, რომელიც ჩვენ გვაძლევდა ხმას.

გაუშვა შანსი ხელიდან, რომ მაშინდელ პრემიერ-მინისტრს ხელი მოეკიდებინა მესამე პრეზიდენტისთვის და ერთად ჩაფრენილიყვნენ 2012 წელს ნატოს მინისტერიალზე, დამსხდარიყვნენ ერთად და ეთქვათ, რომ ჩვენ არაფერი არ გვაქვს საერთო, ერთადერთი რაც გვაერთიანებს აქ გაწევრიანებააო, ეს უნდა ეთქვათ. ვაცლავ ჰაველის რეპუტაცია გვქონდა მაშინ ხელისუფლების მშვიდობიანად გადაცემის გამო სულ ყველას”, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად