გრიგოლ ლილუაშვილი: პარლამენტში იმისთვის არ მივდივარ, რომ ოპონენტებთან ვიპაექრო

“პარლამენტში არ მივდივარ იმისთვის, რომ ოპონენტებთან ვიპაექრო, მე მინდა ვაკეთო ის საქმე, რომელიც ქვეყანას ჭირდება, გამოვიყენო წლების მანძილზე დაგროვილი გამოცდილება და ჩემი წვლილი შევიტანო იმ პრობლემების მოგვარებაში რომელიც ჯერ კიდევ არის სოფლებსა და ქალაქებში.“– ეს განცხადება გრიგოლ ლილუაშვილმა ხონში, სოფელ საწულუკიძიანოში მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.

 ქართული ოცნების კანდიდატმა ადგილობრივებს საკუთარი ბიოგრაფია გააცნო და ხელისუფლების მიერ განხორციელებულ პროექტებზე ესაუბრა.სამომავლო გეგმების გაცნობის შემდეგ გრიგოლ ლილუაშვილმა მოსახლეობას საშუალება მისცა ყველა ის კითხვა დაესვათ, რომელიც სახელისუფლებო კანდიდატიდან პასუხს საჭიროებდა.

„ეს არის სოფელი რომელმაც ქვეყანას გმირი გაუზარდა, 2008 წლის ომში დაღუპული ვეფხია ჯიშკარიანი სწორედ ამ სოფლის მკვიდრი იყო. მე არ მაქვს უფლება პასუხისმგებლობით არ მოვეკიდო ამ ადამიანების პრობლემებს. დღეს ვისაუბრეთ ყველა იმ საკითხზე რომელიც სოფელს აწუხებს, სხვა შეხვედრების მსგავსად აქაც ის საკითხები გამოიკვეთა, რომელიც სოფელში მცხოვრები მოსახლეობის უმეტესობას აწუხებთ. მე ყველა ღონეს გამოვიყენებ იმისთვის, რომ გვერდით დავუდგე ამ ადამიანებს და პრობლემები, რომელიც დღეს არსებობს დროულად მოვაგვაროთ.“–განაცხადა „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს’’ ხონისა და ვანის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპურარობის კანდიდატმა ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ საწულუკიძიანოში გამართულ შეხვედრაზე. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად