გრიგოლ იოსელიანი კონფერენციას “ღია მმართველობის პრინციპების განხორციელება ადგილობრივ თვითმმართველობაში“ დაესწრო

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა კონფერენციაზე “ღია მმართველობის პრინციპების განხორციელება ადგილობრივ თვითმმართველობაში“ პრეზენტაცია წარადგინა.

გრიგოლ იოსელიანმა კონფერენციის მონაწილეებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის „გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ამაღლების სტრატეგიის“ მიზნები და ამოცანები გააცნო.

“წყალტუბოს მუნიციპალიტეტი არის იმ 8 მუნიციპალიტეტს შორის, რომელმაც შეიმუშავა სტრატეგია და სამოქმედო გეგმა გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების გაზრდისთვის. ამ მიმართულებით მიზანმიმართული მუშაობის შედეგად ადგილობრივ თვითმმართველობაში მოსახლეობის ჩართულობა გაძლიერდება და მუნიციპალური სერვისები გახდება მოქალაქეთა საჭიროებებზე მორგებული”, – განაცხადა კონფერენციაზე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა.

კონფერენცია „ღია მმართველობის პრინციპების განხორციელება ადგილობრივ თვითმმართველობაში“ სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და დანიის მთავრობის ხელშეწყობით გაიმართა.

ღონისძიება თბილისის მერმა კახა კალაძემ, UNDP-ის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ლუიზა ვინტონიმ და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისიტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა გახსნეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად