გრიგოლ გოგელია: გამოწვევა გვქონდა, რომ დაბალი რეიტინგი გამოგვესწორებინა

"2015 წელი ,,საზმაუსთვის" იყო დიაგნოზირების სტრუქტურული გარდაქმნის წელი. ამის მიზანი იყო სტრუქტურული რეფორმა, რომელიც მედია დარგში არსებულ გამოწვევებსა და შიდა ორგანიზაციულ პრობლემებს უპასუხებდა,“-განაცხადა ,,საზმაუს“ სამეურვეო საბჭოს დირექტორმა გრიგოლ გოგელიამ პარლამენტში 2016 წლს ანგარიშის წარდგენისას.მისი თქმით ,,საზმაუს“ წინაშე ბევრი გამოწვევა იდგა.

,,მედია დარგში პრობლემები იყო შემდეგი: კონკურენციის ზრდა. 3 დომინანტი მოთამაშე და ბევრი პატარა მოთამაშე, რომლებიც ბაზრის ფრაგმენტირებას აკეთებენ. ჩვენი ძალიან დაბალი რეიტინგი და წვდომა. შესაბამისად დაბალი ბრენდის კაპიტალი. საერთაშორისო კომპანიების ხელმისაწვდომობა საკაბელო თუ სხვა საშუალებებზე. სოციალური მედიის სწრაფი განვითარება.მათ შორის ისეთი მედიების როგორიც ფეისბუქია. ამ შემთხვევაში მომხმარებელი თავად ხდება ინფორმაციის შემგროვებელი და გამავრცელებელი.

ციფრული და მობილური პლატფორმების განვითარება და ა.შ ეს გამოწვევები, ჩვენს წინაშე ითხოვდა ისეთი სტრატეგიის შემუშავებას, რომ ეს დაბალი რეიტინგი და ცუდი მდგომარეობა გამოგვესწორებინა და პატარა წინსვლა გაგვეკეთებინა. დარგი ისეთია, რომ 4%-იდან თითქმის შეუძლებელია ახვიდე 20%-ზე. მიზანმიმართული მუშაობით ამის დაჩქარება შეუძლებელია. თუმცა, სხვადასხვა პლატფორმები გვაძლევს საშუალებას, მივწვდეთ ჩვენს მაყურებელს, იქ სადაც დღეს არ არის ძლიერი კონკურენცია, ან არის ფრაგმენტირებული ბაზარი,“-განაცხადა გრიგოლ გოგელიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...