გრიგოლ გეგელია: რაც მიშას დროს ხდებოდა, იგივე ხდება დღესაც – ზონდერების ბოგინი 

ამის შესახებ “ლელოს” წევრმა გრიგოლ გეგელიამ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“რა თქმა უნდა მართული პროცესია. ახლა, ჩემს თვალწინ ქართული ოცნების ახალგაზრდულის ოფისიდან გამოვიდა ჩვეულებრივი კრიმინალური ზონერბრიგადა. მივარდა ხალხთან, აგინა და დაარბია ქაოსის გამოსაწვევად. 15 პოლიციელი იდგა ჩემს თვალსწინ და სანამ არ დავიზახე, რომ ხალხს არბევენ, არც განძრეულან. კანონი დაირღვა და არაფერს აკეთებს პოლიცია. ეს რეალობა შექმნა ამ მახინჯმა სისტემამ. რაც ხდებოდა მიშას დროს, იგივე ხდება ახლაც. ზონდერების ბოგინი”, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

შეგახსენებთ, ქართული ოცნების ოფისთან, “გაბედეს” აქციაზე დაპირისპირებაა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად