გრიგილიას რეპლიკაზე – ვერ დავიჯერებ, რომ კობახიძე-მდინარაძე კოკაინშიკს ივანიშვილთან შეუთანხმებლად გეძახით, გახარია პასუხობს, რომ მათ გამბედაობაში მასაც ეჭვი ეპარება

მათ გამბედაობაში მეც ძალიან მეპარება ეჭვი, – ასე პასუხობს პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი და თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი გახარია გადაცემა “რეაქციის” წამყვანის რეპლიკას, რომელმაც თქვა: “ვერ დავიჯერებ, რომ კობახიძე-მდინარაძე კოკაინშიკს ივანიშვილთან შეუთანხმებლად გეძახით”

აღნიშნულ საკითხზე გადაცემის წამყვანსა და რესპონდენტს შორის ასეთი დიალოგი გაიმართა:

გიორგი გახარია: როგორც არ უნდა ვაფასებდე იმ ღვაწლს, რომელიც ივანიშვილს მიუძღვის ქვეყნის, პოლიტიკის და კიდევ ბევრი რაღაცის მიმართ, მე ბევრჯერ მაქვს ნათქვამი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩემთვის ძირითადი ფასეულობა არის წარმატებული ქართული სახელმწიფო და ვერასოდეს ვერავინ ვერ დადგება ამ ფასეულობაზე მაღლა, მათ შორის ვერც ბიძინა ივანიშვილი.

ინგა გრიგოლია: მეგრულად უხვევთ ახლა. თქვენზე გკითხვათ მაშინ – 6 თვის წინ კაცი ღმერთად ჰყავდით გამოცხადებული და ახლა ყველა ერთად გიტევთ. ხედავთ თუ არა ამის მიღმა ბიძინა ივანიშვილს?

გიორგი გახარია: რა თქმა უნდა ვხედავ. ვხედავ მარტივი მიზეზის გამო – რა “ოცნებაც” ბიძინა ივანიშვილმა დაგვიტოვა, სრულად მისი პასუხისმგებლობაა.

ინგა გრიგოლია: ბიძინა ჩართულია?

გიორგი გახარია: რა მნიშვნელობა აქვს? არ მაინტერესებს.

ინგა გრიგოლია: როდესაც გაბრალებენ, რომ ხარ მოღალატე, მიშასთან შეკრული…

გიორგი გახარია: არა, მოღალატე თავად დამაბრალა.

ინგა გრიგოლია: გამოკრული ხართ ბანერებზე მიშასთან, ჯაფარასთან და გუბაზის გვერდით, გეძახიან კოკაინშიკს და მე ვერ დავიჯერებ, რომ ამას გაბედავდა ირაკლი კობახიძე ან მამუკა მდინარაძე ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმების გარეშე. ამაზე მინდა დღეს თქვენი პასუხი.

გიორგი გახარია: მათ გამბედაობაში მეც ძალიან მეპარება ეჭვი.

 

კომენტარები
იტვირთება...