გრეტა თუნბერგი: კლიმატის დასაცავად არაფერი გაკეთებულა

შვედმა გარემოსდამცველმა აქტივისტმა, გრეტა თუნბერგმა დავოსში გამართულ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე პრეტენზია გამოთქვა, რომ მსოფლიოში პრაქტიკულად არაფერი შეცვლილა მას შემდეგ, რაც მან დაახლოებით წელიწადნახევრის წინ კლიმატის დასაცავად საკუთარი კამპანიის განხორციელება დაიწყო.

”თითქმის არაფერი გაკეთებულა. მსოფლიოში CO2 არ შემცირებულა. ეს ზუსტად ის არის, რის მიღწევასაც  ვცდილობთ”, – განაცხადა თუნბერგმა დავოსში გამართული ფორუმის დროს.

“მაგრამ, ერთი მხრივ, ბევრი რამ მოხდა. ამან გამოიწვია პრობლემის შესახებ ცნობიერების ამაღლება და მოძრაობის დასაწყისში (პროტესტი -“აიპრესი”) …  ძირითადად, ახალგაზრდების წყალობით, კლიმატი და გარემო ახლა ძირითადი თემები გახდა”, -განაცხადა 17 წლის აქტივისტმა.

მან აღნიშნა, რომ პრობლემის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიუხედავად, კონკრეტული ქმედება არ განხორციელებულა. თუნბერგმა საზოგადოებას მოუწოდა, “მოუსმინონ მეცნიერებას” და ამ რეალური კრიზისის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყონ.

ახალგაზრდა შვედი ეკოაქტივისტი უკვე ზედიზედ მეორე წელია, რაც დავოსში ფორუმზე იმყოფება. გასულ კვირას მან და სხვა თინეიჯერებმა კლიმატის  ცვლილების წინააღმდეგ შვეიცარიაში აქცია გამართეს.

გასული წლის განმავლობაში, გრეტა თუნბერგი ფართოდ გახდა ცნობილი. იგი აქტიურად ემსახურება გარემოს დაცვას და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლას. თუნბერგს მხარს უჭერს მრავალი პოლიტიკოსი და ცნობილი ადამიანი. გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერიში მას პირადად შეხვდა.

აქტივისტი უარს ამბობს თვითმფრინავებით სარგებლობაზე და ირწმუნება, რომ ატმოსფეროში ძალიან მავნე ემისიაა. ამ მიზეზით, იგი მსოფლიოს ქვეყნებში, სხვადასხვა მნიშვნელოვან ღონისძიებებზე დასასწრებად, მატარებლით ან გემით ჩადის. მაგალითად, ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობის მისაღებად, მან შვედეთიდან გემით იმოგზაურა.

თარგმანი: თაკო ჩხაიძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად