გრენლანდიის ხელისუფლება ტრამპს: გრენლანდია არ იყიდება

„გრენლანდია არ იყიდება, თუმცა გრენლანდია მზად არის, აწარმოოს მოლაპარაკებები სხვა ქვეყნებთან, მათ შორის აშშ-სთან“, – ამის შესახებ გრენლანდიის ხელისუფლების წარმომადგენელმა The Wall Street Journal-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს დანიისგან გრენლანდიის შესყიდვა სურს.

გრენლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანე ლონ ბაგერმა Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ გრენლანდიის ხელისუფლება არ არის თანახმა მსგავსი საკითხის დაყენებაზე.

WSJ-მა მასალა, დონალდ ტრამპის კოპენჰაგენში დაგეგმილ ვიზიტამდე ჯერ კიდევ ერთი კვირით ადრე გამოაქვეყნდა. როგორც გამოცემა წერს, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, თავის მრჩევლებთან და ადვოკატებთან ერთად გრენლანდიის შესყიდვის საკითხს განიხილავდა. ამასთან, გაზეთი იმასაც წერს, რომ ტრამპის აღნიშნულმა იდეამ თეთრ სახლში ერთიანი მხარდაჭერა ვერ მიიღო.

ამ ეტაპზე გრენლანდია ფართო ავტონომიით სარგებლობს, თუმცა სახელმწიფოს მეთაური ფორმალურად დანიის დედოფალია, ხოლო ეროვნული ვალუტის სახით დანიური კრონით სარგებლობენ. ამასთან, გრენლანდია, რომლის მოსახლეობაც 55 ათას ადამიანს შეადგენს, დანიისგან განსხვავებით არ შედის ევროკავშირში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...