გრემის მონასტერთან ტურისტული ობიექტის მშენებლობას მოსახლეობა აპროტესტებს

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემის მთავარანგელოზის მონასტერთან რამდენიმე სოფლის მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს.

ადგილობრივები ტაძრის მიდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილი ტურისტული ობიექტის მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ. მათი თქმით, სამშენებლო სამუშაოები ტაძრის დანგრევის საფრთხეს ქმნის.

,,ეს ტერიტორია ჩვენი წინაპრების სისხლითაა გაჟღენთილი, ტაძრის დანგრევის საფეთხის გამო, ჩვენ აქ არავის არაფრის აშენების უფლებას არ მივცემთ. ჩვენ, საბუის, ენისელის და ალმატის მოსახლეობა ამ მდელოზე სახალხო დღესასწაულებს ვმართავთ, მაგის გარდა წმინდა ადგილია და არ შეიძლება აქ აუზების, ტუალეტების აქ აგება. რამდენიმე დღის წინ წყლისთვჯს მიწის დაბურღვა რ დაიწყეს, ტაძრის გუმბათი და ბათქაში ჩამოიშალა, აქ როგორ შეიძლება ტექნიკის მუშაობა. აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ტაძრის მღვდელ- მონაზონის მამა იოანეს ინფორმაციით, სამუშაოები კულტურის სამინისტროს ჩარევის შემდეგ ორი დღის წინ შეჩერდა.

ამ წუთებში ადგილზე სამინისტროს წარმომადგენლებს ელოდებიან

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად