”გრემის” დაჯილდოების ცერემონიას მომღერალი ალიშა კისი წაიყვანს

წელს, მუსიკალურ პრემიერია „გრემის“ დაჯილდოების ცერემონიის წამყვანი ამერიკელი რეპ მომღერალი ალიშა კისი იქნება, რომელმაც აღნიშნული ჯილდო 15-ჯერ მოიგო. ამის შესახებ მომღერალი საკუთარ Instagram-ზე იტყობინება.

“ბევრი რამ წინ გვაქვს … ვიცი, რა უნდა იყოს სცენაზე, ვამაყობ ჩემი მუშაობითა და აღიარებით, დიდი მადლობა იმისთვის, რომ ასეთ ენერგიას მჩუქნით, ასეთი რამ ჩემთვის პირველად მოხდა, საოცარია”, – აღნიშნავს მომღერალი ცერემონიაში საკუთარი მონაწილეობის შესახებ.

როგორც ალიშამ აღნიშნა, იგი მოხარულია, რომ წელს მთავარ მუსიკალურ ჯილდოზე ბევრი ქალი მუსიკოსია წარდგენილი.

“ალიშა ერთ-ერთი ასეთი იშვიათი ხელოვანია, რომელიც ნამდვილ მუსიკალურ ნიჭს გულწრფელ ემოციურ ლექსებთან აერთიანებს.

ეჭვი არ მეპარება, რომ თებერვალში შოუ განსაკუთრებული იქნება”,- ამბობს „გრემის“ ჯილდოს აღმასრულებელი პროდიუსერი კენ ერლიჰი.

შეგახსენებთ, წელს „გრემის“ დაჯილდოების ცერემონიალი 10 თებერვალს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად